გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია სისტემურ განახლებაზე: კარგი რაც იყო გაკეთებული, ვინარჩუნებთ

3-06-2019

"ჩვენ ვიცით სად ვიყავით, დღეს სად ვართ და რა მიზანი გვაქვს, ამიტომ დავარქვით ჩვენ ამას სისტემური განახლება"- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

"ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ რომ ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური, პოლიცია არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ ვერანაირ მიღწევა კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება დაფასებული და გამართლებული თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ. ეს არ არის რაღაც ხმამაღალი სიტყვები, ეს არის, ის მიდგომა რითიც ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო ავამაღლოთ ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930