გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასულ თვეში ინფლაციამ 0,5 პროცენტი შეადგინა

3-06-2019

მიმდინარე წლის მაისის თვეში ინფლაციამ 0.5% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8 პროცენტი), ასევე თევზეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-5.7 პროცენტი); 

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი); 2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა. 

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინდექსზე აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.6 პროცენტი); 

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.4 პროცენტი); 

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.0 პროცენტით, რაც 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.6 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031