3-06-2019
ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაბიჯი და ყველაფერს ეტაპობრივად გაიგებთ,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაზა სარალიძის თქმით, მას დღეს პირველად გაუჩნდა შეგრძნება , რომ სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს და რომ ეს იყო ნაწილობრივ სამართლის აღდგენა.
„ბრძოლა ისევ გრძელდება. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ თავი შეიკავონ ყველანაირად ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენების და სპეკულაციებისთვის. უკაცრავად და ჩემზე უკეთ არავინ იცის, მე ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.