გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავონ ჩემი შვილის პოლიტიკურად გამოყენებისგან

3-06-2019

მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავონ ჩემი შვილის პოლიტიკურად გამოყენებისგან, ჩემზე უკეთ არავინ იცის ჩემი შვილი როგორ დავიცვა,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.


ზაზა სარალიძემ ყველას მოუწოდა მისი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან თავი შეიკავონ.


„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ! მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თავი შეიკავონ ყველანაირად ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან. ჩემზე უკეთ არავინ იცის ჩემი შვილი როგორ დავიცვა“,- განაცხადა სარალიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031