გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩხოროწყუში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3-06-2019

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მიკვლელობის მცდელობის ბრალდები 1999 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 მაისს, ჩხოროწყუს რაიონში, 2000 წელს დაბადებული ვ.გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





https://pia.ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031