3-06-2019
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"- წერს სახალხო დამცველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე