გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: სამარცხვინოა, როდესაც შავგულიძე იმ მოძალადე რეჟიმის გვერდით დგას, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ გირგვლიანის, მოლაშვილის და სხვა უამრავი ადამიანის საქმეებზე სამართალი არ აღსრულებულიყო

3-06-2019

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია „იმედის კვირის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.


„იმედის კვირის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახებთან დაკავშირებით:
• ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ გირგვლიანისა და მოლაშვილის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძისთვის არანაირი ღირებულებათა სისტემა არ არსებობს.
ამის მერე როგორ უნდა ჩახედოს თვალებში გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახის წევრებს შავგულიძემ სრულიად წარმოუდგენელია.
ამ ოჯახებისთვის ნამდვილად ტრაგედიაა, როდესაც მათი ყოფილი ადვოკატი დღეს მკვლელების პარტიას შეუერთდა და სააკაშვილს მადლობებს უხდის, მათ ეს საჯაროდ განაცხადეს და ზალიან მკაცრად შეაფასეს შავგულიძის ამორალური პოზიცია.
• სამარცხვინოა, როდესაც შავგულიძე იმ მოძალადე რეჟიმის შემოქმედების გვერდით დგას, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ გირგვლიანის, მოლაშვილის და სხვა უამრავი ადამიანის საქმეებზე სამართალი არ აღსრულებულიყო! წლების წინ, შავულიძე წინა ხლისუფლების ჯალათების დასჯას ითხოვდა და სწორედ ამით იქცა იმად, რასაც საზოგადოების თვალში წარმოადგენდა.
• დღეს კი შავგულიძე მერაბიშვილზე და ახალაიაზე, ვერ ამბობს, რომ ისინი გირგვლიანის საქმეზე სამართლიანად არიან დასჯილი და ცდილობს თავი აარიდოს კითხვას !
• ამ ყველაფრის შემდეგ ამ ადამიანზე საუბარს საერთოდ აღარ აქვს აზრი. გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახმა შავგულიძეს უკვე გამოუტანა მორალური განაჩენი, რომელსაც ვეღარასდროს ჩამოირეცხავს.“- წერს ირაკლი ლატარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930