გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: მივესალმები ამ ტრაგედიის მსხვერპლის მშობლების სწორ დამოკიდებულებას რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს

3-06-2019

ადვოკატთა ასოციაციის წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.


„ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში სამი ინსტიტუტი მონაწილეობს.
მათ შორის პირველი ადგილი უკავია ოჯახს როგორც პირადი ფასეულობების ინსტიტუციონალიზაციის ნიმუშს,
მეორე ადგილზეა სახელმწიფო, რომელიც საზოგადო ფასეულობათა ინსტიტუციონალიზაციის მაგალითია, ხოლო მესამეზე - სკოლა, რომელიც წარმოადგენს საზოგადო და პირადი ინსტიტუტების გაერთიანებას ოპტიმიზაციის პრინციპით.
ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა რომ საზოგადოების უმრავლესობა ჩემ მიერ ზემოაღნიშნული ერთობლიობიდან მხოლოდ მისთვის სასურველ ინსტიტუტზე აკეთებს აქცენტს (სკოლის ბრალია,სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის ბრალია...) და გვავიწყდება რომ ჩვენ როგორც საზოგადოების წევრები,კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლები,როგორც მშობლები ვალდებულნი ვართ დავინახოთ ჩვენი პასუხისმგებლობა შვილების აღზრდის პროცესში,გავიაზროთ ჩვენი ვალდებულებები კონკრეტულ პროფესიაში და შევეცადოთ ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები ჩვენს შეფასებებში.
ზოგადი თუ კონკრეტული პრობლემების, თუ ამ დიდი უბედურების შეფასებისას მხოლოდ სახელმწიფოსკენ,სკოლისკენ თითის გაშვერა გამოსავალი არ არის!
ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა რადგან გახშირებული ძალადობა, მისი პროვოცირება, საზოგადოების დაბნეულობა, საკითხების პოლიტიზირება ლოგიკურია საზოგადოებაში გაურკვევლობის, შფოთის განცდას აძლიერებს, მთლიანობაში კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტები საზოგადოებაში, ბავშვებში, მოზარდებს შორის გახშირდეს.
საჭიროა ყველამ ერთად ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და შევიმუშაოთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა.
ობიექტურად დავფიქრდეთ როგორ მშობლები,როგორც საზოგადოების წევრები,როგორც კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლები...
რაც შეეხება სახელმწიფოს როლს პრობლემის/ების მოგვარებაში ვალდებულნი ვართ აქაც ობიექტურები ვიყოთ :
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი,
ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედებები,
დაიკითხა 100 ზემეტი და პასუხისგებაში მიეცა10 ზე მეტი ადამიანი,
შეიქმნა საგამოძიებო კომისია მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებით და განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება რომელიც საქმის მსვლელობაზე არსებით გავლენას იქონიებდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, მომხდრი ფასდება როგორც ჯგუფური დანაშაული და ყველა ის პირი,ვისაც დანაშაული უმტკიცდება ამ მკვლელობის (მცდელობის) თანამონაწილეა,
ბრალი დაკავებულ ორ პირს უმძიმდება!
აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიზარდოს დამნაშავე პირთა სიაც!
მივესალმები ამ ტრაგედიის მსხვერპლის მშობლების სწორ დამოკიდებულებას რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს, ვფიქრობ ნათელია რომ სახელმწიფო საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ძალას არ იშურებს რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს და დაღუპული მოზარდების მშობლებმა ყველა კითხვაზე სათანადო პასუხი მიიღონ!
ჩვენ კი დროა ჩვენ წილ პასუხისმგებლობებზე ვიფიქროთ.“- წერს თამთა მეგრელიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930