გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვაკეში მშენებლობიდან გადმოვარდნას ახალგაზრდა მუშა ემსხვერპლა

9-02-2018

გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „სიმეტრია” აწარმოებს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია  „სიმეტრია” აწარმოებს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთი ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო („სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა"), რაც ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031