გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მედიკამენტები აღმოაჩინეს

4-06-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,მტკვარი’’, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მედიკამენტები აღმოაჩინეს. კერძოდ, სგპ ,,ქუთაისის აეროპორტში“ 112 აბი ფსიქორტოპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, ხოლო სგპ ,,მტკვარზე’’ 49 გრამი სუფთა ჰეროინი გამოავლინეს.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031