გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქსტატის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5%-ით გაიზარდა

4-06-2019

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მილიარდი ლარი შეადგინა.


ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.


2019 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 54.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.4
პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.


მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031