გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუშეთის გზის გახსნის მოთხოვნით საპოროტესტო აქცია მიმდინარეობს

4-06-2019

ამ წუთებში ქვემო ალვანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თუშეთის საავტომობილო გზის დროულად გაწმენდას და გახსნას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე ორი წლის წინ ჩამოსულმა მეწყერმა მდინარე ალაზანის ნაწილობრივ ჩაკეტა და წყლის მასის დაგუბება გამოიწვია, თუმცა გზა მთაში თოვლის დნობის გამო ისევ დაიტბორა, რის გამოც იქ ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია.


აქციის მონაწილეებს შეხვდა კახეთის გუბერნატორის მოადგილე. გივი მეტრეველის განმარტებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს.


„ტბამდე მისასვლელად ჯერ 56-ე კილომეტრიანი გზის გაწმენდა იყო საჭირო. უახლოეს პერიოდში სპეციალისტები დადებენ დასკვნას თუ როგორ მოხდება ბუნებრივად წარმოქმნილი ტბიდან წლის დაცლა", - ამბობს მეტრეველი.


აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და კომპანია ,,გერალს", რომელიც გზის ამ მონაკვეთზე პასუხსიმგებელი კომპანიაა, სამდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტბასთან ასვლას და სამუშაოების საკუთარი ძალებით დაწყებას აანონსებენ.





https://imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031