გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: თითოეულ გუბერნატორს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, მათ უწევთ არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში ჩასვლა

4-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი IDFI-ის კვლევას ეხმაურება.


როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ, რის გამოც მათ ძალიან დიდი მანძილის გავლა უხდებათ.


„გუბერნატორები მუშაობენ ძალიან აქტიურად და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ გუბერნატორს უხდება ძალიან დიდი მანძილის გავლა. ზუგდიდიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რომ წავა უშგულში, მესტიაში ან მოივლის მთელს რეგიონს, ან რაჭის გუბერნატორი, რომელსაც მოუწევს ლენტეხში ან ცაგერში წასვლა, აღარაფერს ვამბობ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორზე, რომელსაც უხდება ისეთ ადგილებში წასვლა, როგორიცაა მუცო, არხოტი, უკანა ფშავი და ა.შ. ეს ძალიან დიდი მანძილებია. მათ დავალება აქვთ პირდაპირ მიცემული პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეთ მოსახლეობასთან. იგივე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოივლის ხოლმე მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვდეს მოსახლეობას, მისცეს განმარტებები და დაეხმაროს იმისთვის, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიური იყოს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ყველა გუბერნატორი, პრემიერის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომას ესწრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჰქონდეთ უშუალო, ყოველდღიური კონტაქტი მინისტრებთან, მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურთან უშუალოდ წარმოადგინონ რეგიონში არსებული პრობლემები და ადგილზე, მთავრობასთან ერთბლივად იმუშაონ მათი გადაწყვეტის გზებზე. შესაბამისად იგივე სამეგრელოს, რაჭის და გურიის გუბერნატორებს კვირაში ერთხელ 700-800 კილომეტრის დაფარვა უწევთ, რათა მთავრობის სხდომას დაესწრონ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ისინი ძალიან აქტიურად და ეფექტურად მუშაობენ. მე გუბერნატორებს მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ ძალიან აქტიურად მუშაობა და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათ შორის სამხარეო ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ უბნებში და სოფლებში. ეს იქნება მათი მუშაობის განმსაზღვრელი. ვინც ასე ვერ იმუშავებს, მას პირიქით მოეთხოვება პასუხი“- განმარტავს სოზარ სუბარი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031