გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გალერია თბილისში“ ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

4-06-2019

თბილისში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“ ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ ამოქმედდა. სასტუმრო თანაინვესტირების ფონდის მხარდამჭერით გაიხსნა.


ქალაქის ცენტრში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78-ნომრიანი სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე, ვისაც სურთ, ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.


„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებასა და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს“, – აცხადებს სასტუმრო „რადიუსის“ გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე.


სასტუმროს დიზაინი ქართულმა კომპანიამ „დეფანი“ უზრუნველყო. ამასთანავე, სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნამუშევრები. სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: „მარიოტ ინთერნეიშენალის“ (Marriott International) ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.


შეგახსენებთ, სასტუმრო „რადიუსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 2019 წლის მაისის თვის მდგომარეობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930