გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
7 ივნისს მოსწავლეებს ზოგადი უნარების საცდელ ტესტირებაში შეეძლებათ მონაწილეობა

4-06-2019

7 ივნისს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას.

ტესტირება ჩატარდება წინა წლებში გამოყენებული ზოგადი უნარების საგამოცდო დავალებებით შედგენილი 80-ქულიანი ტესტით.

მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.

ამისათვის მოსწავლე 7 ივნისს 12:00 საათზე უნდა შევიდეს ვებგვერდზე: exam.naec.ge, სადაც საგანგებოდ მოცემულ უჯრებში დარეგისტრირდება და შემდეგ დაიწყებს დავალებების სწორი პასუხების მონიშვნას.

ტესტირების შედეგი დამთავრებისთანავე გამოჩნდება ეკრანზე.

პროცესი სულ 3 საათი გაგრძელდება. 15:00 საათის შემდეგ სისტემაში შესვლა შეუძლებელია.

ზოგადი უნარების ტესტზე ელექტრონულად მუშაობის გამოცდილება, სავარაუდოდ, მოსწავლეებს მომავალ წლებში გამოადგებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930