გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად თერმულ ნისლს გამოიყენებენ

4-06-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში ფართობების თერმული ნისლით დამუშავება იწყება. 

მუდმივი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფართობები თერმული ნისლით დამუშავდება.

5 ივნისს, საღამოს 21:30 საათზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება შემდეგი სოფლები: 

გურიის რეგიონი:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - სოფელი ქვემო აკეთი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - სოფელი შუა ამაღლება

იმერეთის რეგიონი:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - სოფელი როდინაული

სამეგრელოს რეგიონი:
აბაშის მუნიციპალიტეტი - სოფლები კეთილარი და სუჯუნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - სოფლები: ერგეტა, ორულუ და ცვანე

მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებითა და მათთან კოორდინირებულად დაიგეგმება, რათა არ დაზიანდეს ფუტკარი. 

მავნებლის წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა აზიური ფაროსანას გამოსაზამთრებელ ფაზაში გადასვლამდე გაგრძელდება.

ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ელექტრონულ ბაზაში აისახება. მონაცემების ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა და განახლება ყოველდღიურად მიმდინარეობს. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით ან საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930