გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: ჩემი შვილის მკვლელებმა პასუხი მხოლოდ კანონის წინაშე უნდა აგონ, შურისძიებას არ დავუშვებ

4-06-2019

მიხელ კალანდიას დაკავების შემდეგ, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის სხვა მკვლელების თავისუფლების აღკვეთის საკითხიც უნდა დადგეს.


ზაზა სარალიძე იმ მტკიცებულებების ნახვას ელოდება, რაც მიხეილ კალანდიას დაკავების საფუძველი გახდა.


„ბრძოლა გრძელდება! ეს არ არის საბოლოო ჭეშმარიტება. ისევ და ისევ ვიმეორებ, სასამართლო პროცესები კვლავ წინაა და გამოძიება კიდევ რამოდენიმე ნაწილშია დაწყებული. იქ არაერთ პიროვნებას ჰქონდა ჩადენილი გარკვეული დანაშაული და აუცილებლად ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, იმის მიხედვით ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი.


ეს არ სჭირდება მარტო ზაზა სარალიძეს და ეს არ სჭირდება მარტო ზაზა სარალიძის შვილს, ეს სჭირდება ჩვენ ცოცხალ შვილებს. ჩემი შვილის მეგობრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ამ საქმეზე სამართალი ბოლომდე არ დადგა, მაშინ შური თავად უნდა იძიონ. ამას ზაზა სარალიძე არ დაუშვებს და იმედია არც ძალოვანი უწყებები არ დაუშვებენ და ერთად მივაღწევთ სამართალს“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031