გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მიხელ სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებს

4-06-2019


„პარლამენტებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და თუ მჭიდრო თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, თუ ასეთი შეხვედრა მალე შედგება პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.


ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


შეკითხვაზე - შესაძლოა თუ არა, რომ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამდენად აქტუალური არ არის.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხელ სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას ჩრდილს ვერ მიაყენებს და ხელისუფლებებს შორის მეგობრობა გაგრძელდება.


„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენად აქტუალური იყოს, რომ ამის გამო სადღაც, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთმანეთს ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ხვდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის წონას ასე ნუ ავწევთ, რომელიც მას პრინციპში საერთოდ არ აქვს. უკრაინელ მეგობრებთან მეგობრობის მოთხოვნა გვაქვს, მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა გაღრმავდეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ეს საკითხი ჩრდილს იმ ისტორიულ მეგობრობას ვერ მიაყენებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული. გაგრძელდება მეგობრობა ხელისუფლებებს შორის. მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ შერჩა, მას პასუხი ქართველმა ხალხმა არაერთგზის გასცა. სამართლებრივადაც პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძენს სააკაშვილი რაიმე როლს უკრაინაში, ერთი ასეთი ჰქონდა და როგორ დამთავრდა, კარგად იცით. თუ რაიმე მცდელობა მომავალში ექნება, ასეთივე "წარმატებით" დასრულდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930