გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატიმროში ნარკოტიკის შეგზავნის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

4-06-2019

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

2019 წლის 04 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N086040619001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 04 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის -ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას აგრძელებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930