გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: 2018 წელს საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის წლად ვაცხადებ

21-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წელი მისი სურვილით დიალოგისა და საყოველთაო ჩართულობის წელი უნდა იყოს.
მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში მონაწილეობს.
ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
„2018 წელი მინდა გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გავაფართოვოთ ის წრე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე. ოკუპაცია ეს უდიდესი პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს გადაუწყვეტელი, უდიდესი ჭრილობა, ის ჩაკეტილი საბედისწერო წრე რომელზე დავდივართ, უნდა გახსნათ, რომ არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს და გადავდგათ ნაბიჯებ რომ აღვადგინოთ დაკარგული ნდობა.
ეს არ არის მარტივი, ეს შეიცავს, რა თქმა უნდა, რთულ ნაბიჯებს, რაც ხშირად შეიძლება არ იყოს პოპულარული და ყველასთვის მოსაწონი, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მივიღოთ კონსესუსი“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930