5-06-2019
"როგორ ეწინააღმდეგებოდნენ საგამოძიებო კომისიას, რომელიც სწორ რეკომენდაციებს დებდა და პირდაპირ პოლიტიკური დივიდენდების შექმნაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ, რაც შეეხება თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა კომისიის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ დანაშაულში მონაწილე პირთა მიმართა სრულფასოვანი და ობიექტური გამოძიების წარმოება, რამდენადაც სახეზე იყო საქმის წარმოების პროცესში თანამდებობის პირთა ამ საქმის გაყალბების ნიშნები, დამნაშავისთვის ხელის დაფარების ნიშნები, რა თქმა უნდა სამართლიანობის დადგენისთვის ამ საქმეზე აუცილებელი კონკრეტულად ყველა ამ თანამდებობის პირის ქმედებაზე ჩატარდეს გამოძიება და მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს სრულფასოვნად დანაშაულში მონაწილე პირთა მხილება, მათი სათანადო კვალიფიკაციით ბრალდება და მსჯავრდება, რომ ამ საქმეზე სამართლიანობა იქნა დადგენილი.
ეს საქმე ძალინ ჰგავს და მე პირდაპირ პარალელს ვხედავ გირგვლიანის საქმესთან. იქაც ასე იყო. გამოძიება არ იძიებდა სათანადოდ და იმავდროულად ამას ხელს უწყობდა და ზურგს უმაგრებდა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება. ამ მანკიერების გამეორე ვნახეთ. “, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, დღეს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა, რასაც უკვე 17 თვეა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის განხრაზ მკვლელობა ჩაიდინა გ. ჯ.-მ, ჯგუფურად, პალატამ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.