გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ბოკერიას და შავგულიძეს ერთი ფასეულობები აქვთ

5-06-2019

ფასეულობები ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში გააკეთა.


მისი თქმით, როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა და მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე , რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში გამოვიდოდა, შალვა შავგულიძე 7 თვე ვერ იპოვნეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა.


,,დიდია უზნეობა ამ ნაბიჯის და გაერთიანება გირგვლიანის საქმის ადვოკატის ამ გუნდთან ,ძალიან დიდ ტყუილს რომ გეუბნებიან და შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომაში შევიდეს. ფასეულობები ერთი აქვს ამ გუნდს და შალვა შავგულიძეს. მე იურისტი არ ვარ, კარგად ჩავიხედე საკითხებში, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიმიქცევია. 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ირინა ენუქიძე, მას უნდა ჩანაცვლებოდა ვინმე, რომელიც სახელმწიფოს წინააღდეგ გამოვიდოდა სტრასბურგში. 7 თვე ვერ იპოვეს და მხოლოდ 7 თვის მერე გამოჩნდა ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე. სად იყო ის? ბევრჯერ შეახსენეს და მან კარგად იცის ეს. როგორც გაირკვა შალვა შავგულიძემ არც უცხო ენა იცოდა და არც სხვა ადვოკატი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის, რომ გაძღოლოდა ამ საქმეს. ასე რომ , აქ სამართლებრივი საკითხებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას პოლიტიკაში ალბათ უზნეობა ჰქვია. არ ვიცი რა დავარქვა, მე თვითონ ვარ უხერხულ მდგომარეობაში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930