გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის

5-06-2019

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლენდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.


„გასულ ღამეს მქონდა პატივი, მემასპინძლა საზეიმო ვახშმისთვის, რომელმაც შეკრიბა ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, რათა მეტად გაგვეძლიერებინა აშშ-ევროპის ისედაც უმნიშვნელოვანესი პარტნიორობა“, – წერს ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლენდი „ტვიტერში“ და მიწვეულ სტუმრებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში აშშ-ის ელჩთან ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ევროპარლამენტის პრეზიდენტო ანტონიო ტაიანი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი რიკ პერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930