გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ნაციონალურმა მოძრაობამ კანონი სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეცვალა

5-06-2019

პიროვნებებმა, რომლებიც დღეს გირგვლიანის საქმეზე აპელირებენ და რომლებიც დღეს წარმოადგენენ იმ ხელისუფლებას, სწორედ მათ შეკრეს, შეაერთეს, ჩამოაყალიბეს სისტემა და ისეთი პროდუქტი, რომელსაც ქვეყანა კიდევ დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს და ვერ მოიშლის იმ ლაქას,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თოქშოუ ,,პირისპირ“-ის ეთერში გააკეთა.


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მთავარ აქცენტზე, თუ რას წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სახელმწიფო, სასამართლო და პროკურატურა, ასევე კანონმდებლები, რომელთაც სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეცვალეს კანონი.


,,ამხელა ტკივილი და უბედურება დაატყდა ზაზა სარალიძის ოჯახს. ამ საქმესთან დაკავშირებით როდესაც საბოლოო განაჩენი დადგება, საუბარი რა საკვირველია უნდა გაგრძელდეს და შეფასება მიეცეს . ძალიან რთული ,,ქეისი“ იყო . ამდენი ადამიანი არასწორ ინფორმაციას იძლევა. გირგვლიანის საქმესთან რომ ავლებენ პარალელს, მაშინ სწორედ ამ საქმეზე სახელმწიფო , სასამართლო ყველა შეიკრა მათ შორის გამოძიებაც ერთი ოჯახის წინააღმდეგ. ისინი კანონმდებლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ამ საქმის გაყალბებაში, მათ შორის გიგა ბოკერია, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა საუბრობს. მათ კანონი შეცვალეს სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ,- განაცხადა გია ვოლსკიმ

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივად სწორი დადგენილება ჩამოაყალიბა და მიიღო.

,, სამართლებრივად სწორი დადგენილება ჩამოაყალიბა უმრავლესობამ, რომ ამ მიმართულებით არის ნაკლოვანებები, ამ მიმართულებით არის სერიოზული კითხვები, და ამ მიმართულებას უნდა გაჰყვეს გამოძიება მომავალში. ამას დაუჭირა მხარი პარლამენტმა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031