გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხათუნა ლაგაზიძე: ეს არის ხალხისა და ხელისუფლების , საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება

5-06-2019

ეს არის ხალხისა და ხელისუფლების , საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება,- ასეთი შეაფასება ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.


მისი თქმით, ხორავას საქმე არის სწორედ იმის დასტური, რომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოების მოსასმენად ყური, თვალი და გონება ფართოდ გააღო და სწორედ ამიტომა ეს არის ერთობლივი გამარჯვება.


,,ქართული ოცნების წარმატება ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ წლებში იდგა სწორედ იმაზე , რომ მას ფართოდ ქონდა გახელილი თვალები და ყური საზოგადოების ხმის გასაგონად. შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც კი ძალიან სწრაფად რეაგირებდნენ, როდესაც საზოგადოების რეაქცია იყო მწვავე. ბოლო პერიოდში ეს თვისება ქართულ ოცნებას აშკარად მოუჩლუნგდა და ეს საქმე არის სწორედ იმის დასტური , რომ , ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ საზოგადოების მოსასმენად ყური, თვალი და გონება ფართოდ გააღო და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის ერთობლივი გამარჯვება. მთელი ამ წელიწად ნახევრის მანძილზე ხელისუფლება იდგა საკმაოდ რთული დილემის წინაშე . ის დარჩენილიყო სისტემის მძევალი თუ აღედგინა სამართლიანობა . თითქოს , რომ შეხედავთ ძალიან მარტივი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა ხელისუფლება არის იმისთვის, რომ აღადგინოს სამართალი, მაგრამ საქართველოს ტიპის ქვეყნებში, როდესაც ხელისუფლებას უჩნდება იმის ილუზია , რომ მისი სიმყარის საფუძველი არის არა სამართლიანობაში , არა საზოგადოების მხარდაჭერაში, არამედ სწორედ სისტემასთან შერწყმაში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. მე ვიტყოდი, რომ ქართულმა ოცნებამ ამ შემთხვევაში , ხელისუფლებამ საკუთარ თავს აჯობა, ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა და ვთქვათ ასე, სისტემის მძევლობას არჩია სამართლიანობის აღდგენა“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ


ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ განსხვავება დააფიქსირა გირგვლიანის ,,ქეისსა“ და სარალიძის ,,ქეისს“ შორის და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მიხვდა რა უნდა აერჩია.


,,ანალოგიები საზოგადოებაში ძალიან აქტიურად ჩნდებოდა, იგივე გირგვლიანის თემასთან, მაგრამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ვერ მიხვდა სად უნდა შეჩერებულიყო, ვერ მიხვდა, რომ სისტემის მძევლობას - სამართლიანობის დაცვა უნდა აერჩია და რის მხარეს უნდა დამდგარიყო, და სწორედ ამას შეეწირა რეალურად, დღევანდელი ხელისუფლება ამას მიხვდა.


19 მაისი სულ ახალი ჩავლილია. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ფაქტობრივად ყველგან გარდა მთაწმინდის მაჯორიტარული ოლქისა, პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. მაშინ გამიჩნდა ძალიან არასასიამოვნო ანალოგია 2010 წლის არჩევნებთან, რომელიც ტრიუმფალურად მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სხვა თემაა რის ხარჯზე, და ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი დაუსჯელობის სინდრომი, რაც ყველამ, და მათ შორის ჩემმა ოჯახმაც საკუთარ თავზე გამოსცადა. სიმართლე გითხრათ, 19 მაისის არჩევნების შემდეგ მე ნამდვილად შემეშინდა რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ამ გამარჯვების ხიბლში არ ჩაძირულიყო და ყველა ის ნაკლოვანება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო. ცალსახაა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ განსხვავება დააფიქსირა გირგვლიანის ,,ქეისსა“ და სარალიძის ,,ქეისს“ შორის, როდესაც თავად შეძლო საკუთარ თავზე გამარჯვება და სისტემის მძევლობას სამართლიანობის აღდგენა არჩია“. ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო დღევანდელი ხელისუფლების სიფხიზლის დადასტურებაც და იმის გამოვლენა, რომ მიუხედავად 19 მაისის გამარჯვებისა, ის არ მოექცა ამ გამარჯვების ხიბლში და ხედავს, თუ რა არის გამოსასწორებელი ქვეყანაში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2020 წლის არჩევნებამდე“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930