გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ცაგარეიშვილი: ადამიანებთან სუფთა ფურცლით დაწყება არავის გამოსვლია და არ გამოუვა არც ბატონ შალვა შავგულიძეს

5-06-2019

პოლიტიკოსები ერთგვარად დაკომპლექსებულები არიან, მათ შორის მმართველი ძალიდან. სულ გვიკიჟინებენ, წინა მოწვევის პარლამენტშიც ასე იყო, რომ თქვენ ნუ გაიხსენებთ წარსულს, ,დამთავრდა, მოდით სუფთა ფურცლით დავიწყოთ ,მაგრამ ამ ადამიანებთან სუფთა ფურცლით დაწყება არავის გამოსვლია და არ გამოუვა არც ბატონ შალვა შავგულიძეს, ეს წარმოუდგენელია,- ეს განცხადება გია ცაგარეიშვილმა თოქშოუ ,,პირისპირ“-ის ეთერში გააკეთა.


მისი თქმით ხორავას ტრაგედიის შემდეგაც მათი ,,თავგანწირვაც“ და ,,გულშემატკივრობაც“ სარალიძის საქმეში სიყალბე იყო და როგორც კუზიანს გაასწორებს სამარე, ისეა ამ ადამიანების საქმე.


,,მინდა გითხრათ, ამ საშინელ ტრაგედიას თავიდანვე წითელ ზოლად გასდევდა , თავიდანვე თვალშისაცემი იყო , რომ დაიწყო მყისიერად ამ ტრაგედიის პოლიტიზირება, ჩაირთო ყველა მანქანა იმისთვის, რომ როგორმე ეს ყველაფერი პოლიტიკურად შეფუთულიყო, გადაქცეულიყო ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარ დღის წესრიგად და შემდეგ თავს მოეხვიათ ხელისუფლებისთვის . მე არცერთი მათი სიტყვის არ მჯერა ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნური, მე ეს ბევრჯერ მინახავს, ბევრჯერ გამივლია ამ ადამიანების ხელში, ჩემს თავზე გამომიცდია უამრავჯერ ძალიან დიდი იმედგაცრუება და ვიცი ეს ადამიანები ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ. ერთადერთი მდგენელი თავიდანვე იყო ის, რომ როგორმე ამაში დაედანაშაულებინათ რა თქმა უნდა ხელისუფლება, შედარებები გაეკეთებინათ გირგვლიანის ამ საზარელ მკვლელობასთან და აქ ხომ არ იყო ერთი გირგვლიანი? აქ იყო რობაქიძე, აქ იყო ვაზაგაშვილი, აქ იყო უამრავი ნატანჯი, ნაწამები პატიმარი ციხეში. აქ იყო დარბეული მიტინგები, გაყალბებული არჩევნები, ათასი უბედურება. ამ ადამიანებს ახლა უნდათ სხვების ხელით ჩამოიბანონ, ჩამოირეცხონ ეს ყველაფერი, გათეთრდნენ მაგრამ ყორანი ვერ გათეთრდება, ეს გამორიცხულია“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.


მან ყურადღება მედიის ზოგიერთ წარმომადგენელზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს მთელი დღის წესრიგი აწყობილი ჰქონდათ იმაზე, რომ მათთვის ,,ხელსაყრელი“ განაჩენი გამოცხადდებოდა და ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში მოუწევდა ყოფნა.


,,მე ვაკვირდებოდი მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს, იმედგაცრუებულ გამონათქვამებს, ერთგვარ სასოწარკვეთას, დაბნეულობას. ამ ადამიანებს დღის წესრიგი აწყობილი ამ ადამიანებს ჰქონდათ იმაზე, რომ ახლა გამოცხადდება მათთვის „ხელსაყრელი“ განაჩენი და რა თქმა უნდა ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში მოუწევს ყოფნა. ხელისუფლებას თავის სამართლებელი ამ პროცესში არაფერი არ ჰქონდა. ის შედარებები, გაუგებარი და გაუგონარი, დაკავშირება გირგვლიანის პროცესებთან, სხვა ტრაგედიებთან იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი. მე, ძალიან კარგად მახსოვს გირგვლიანი პროცესი თავიდან ბოლომდე როგორ ვითარდებოდა. მაშინ გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი. მე მახსოვს ორი მოწვევის პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნები“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930