5-06-2019
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, უმრავლესობის რეკომენდაციებში საუბარი იყო მიხეილ კალანდიას როლის კიდევ უფრო გამოკვეთაზე, მტკიცებულებების გამყარებასა და შესაბამის რეაგირებაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს, სადაც საუბარი იყო მიხეილ კალანდიას როლის კიდევ უფრო გამოკვეთაზე, მტკიცებულებების გამყარებაზე და შესაბამის რეაგირებაზე. საბოლოო სიტყვა ეკუთვნის რა თქმა უნდა სასამართლოს ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.