5-06-2019
რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა ქვეყანამ დააინიცირა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივაღწიოთ დევნილების ღირსეულ დაბრუნებას,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
,,წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ კერძოდ ის , რომ 45 ქვეყანამ ერთად დააინიცირა ეს რეზოლუცია, შესაბამისად არა მხოლოდ საქართველოა ავტორი და ლობისტი ამ რეზოლუციის, არამედ საქართველოსთან ერთად 44 სხვა ქვეყანა . ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის , რომ ჩვენ როგორც ქვეყანამ მივაღწიოთ ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების , დევნილების ღირსეულ დაბრუნებას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.