5-06-2019
,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მიერ სარალიძისა და გირგვლიანის საქმეებზე პარალელის გავლებას სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი აფასებს.
მისი თქმით, შალვა შავგულიძე პოლიტიკურად ძალიან შეიცვალა და ის ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავს.
,,ამ კაცისა მე არაფერი აღარ მჯერა. ძალიან დიდი პატივს ვცემდი, როცა, სოსო ბარათაშვილმა და მაგან მიაღწიეს იმას, რომ სულხანი სტრასბურგმა ოთხ პუნქტში გაამართლა, იმის შემდეგ ცა და დედამიწასავით შეიცვალა ეს კაცი. პატივს ვცემდი იმიტომ , რომ ჩემი შვილის ინტერესებს იცავდა და ეხლა ვის ინტერესებს იცავს, მკვდარი შვილი რომ მყავს და მომიკლეს ,,ნაციონალებმა“ , მათ ინტერესებს იცავს. რა აქვს ჩაფიქრებული არ ვიცი, ერთია, ის, რომ ალბათ შეპირდნენ, რომ ,,ნაციონალები“ მოვალთ და შენ გენერალური პროკურორი იქნები და მაგაზე ,,ააგდეს“, ან კიდევ ცუდი სიზმარი ნახა და თავი აქვს გაყოფილი დიდ ყულფში. ჰგავდა თუ არ გავდა არ ვიცი, მაგრამ ის რაც გააკეთა, ძალიან კარგად ვიცი, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მან თავი დაიღუპა“, - აცხადებს თამაზ მოლაშვილი.
“თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძემ გადაცემა “რეაქციაში”განაცხადა რომ ხორავას ქუჩის საქმე და გირგვლიანის საქმე იდენტურია.
,,ეს საქმე ძალიან ჰგავს და მე პირდაპირ პარალელს ვხედავ გირგვლიანის საქმესთან.იქაც ასე იყო. გამოძიება არ იძიებდა სათანადოდ და იმავდროულად ამას ხელს უწყობდა და ზურგს უმაგრებდა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება. ამ მანკიერების გამეორე ვნახეთ. “, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.