გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი ენუქიძე: შალვა შავგულიძის მხრიდან „ნაციონალების“ გვერდით დგომა უზნეობად და ამორალურად მიმაჩნია

5-06-2019

მთაწმინდის ოლქში "საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მოსაზრებას, რომ ის პარალელს ხედავს გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეებს შორის, ირინა ენუქიძის ძმა, გოგი ენუქიძე უსაფუძვლოს უწოდებს. 

როგორც გოგი ენუქიძემ განაცხადა, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულები არიან კონკრეტული პირები და ამ შედეგებით ზაზა სარალიძეც კმაყოფილია, "გირგვლიანის საქმეზე" ყოფილი ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიება კი ძალიან შორის იყო სიმართლისგან. 

ენუქიძემ შავგულიძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ალიანსის გამო მწვავედ გააკრიტიკა. 

"ასეთი პარალელის გავლება ძალინ შორს არის სიმართლისგან იმდენად, რამდენადაც დღეს ვხედავ, რომ "სარალიძის საქმეზე" დაკავებულები არიან კონკრეტული პირები, ზაზა სარალიძეც კმაყოფილი. როგორც მახსოვს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სამართალი აღდგა. "გირგვლიანის საქმეს" რაც შეეხება, ძალიან შორს იყო სამართლისგან ის ხელისუფლება. ვფქრობ. რომ ძალიან მცდარი მოსაზრება გამოთქვა შალვა შავგულიძემ. ზოგადად კი შალვა შავგულიძის მხრიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით დგომა უზნეოდ და ამორალურად მიმაჩნია", – განაცხადა გოგი ენუქიძემ.

ცნობისთვის, გუშინ შალვა შავგულიძემ "ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა. 

"ეს საქმე ძალინ ჰგავს და მე პირდაპირ პარალელს ვხედავ "გირგვლიანის საქმესთან". იქაც ასე იყო. გამოძიება არ იძიებდა სათანადოდ და, იმავდროულად, ამას ხელს უწყობდა და ზურგს უმაგრებდა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება. ამ მანკიერების გამეორება ვნახეთ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031