5-06-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.
სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე - ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე - აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.