გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა გულბანი: "ოქროს სია" საკმაოდ შეზღუდული იყო - ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებოდა

6-06-2019

"ვფიქრობ, რომ მანამდე არსებული ვითარება, როცა ე.წ. „ოქროს სიის“ მიხედვით განისაზღვრებოდა ცალკეული ბიზნესების პრივილეგირებული მდგომარეობა და პრაქტიკულად ეს სია საკმაოდ შეზღუდული იყო, ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებოდა"  - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი.

მისი თქმით, რაიმე წესი უკლებლივ ყველა ბიზნეს სუბიექტზე უნდა ვრცელდებოდეს, განსაკუთრებით კი ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს.

"თუ ვაწესებთ გარკვეულ პრეფერენციებს გადასახადებთან მიმართებაში, მაშინ ის უკლებლივ ყველა ბიზნეს სუბიექტზე უნდა ვრცელდებოდეს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბზნესზე, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება საბრუნავი საშუალებებისთვის ფული. გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსვხილ ბიზნესს, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ვალდებულებები აქვს კრედიტორების მიმართ, მას ასევე მეტი ფინანსური სახსრები აქვს გადასახადებისთვის გათვალისწინებული და მისთვის 30 დღიდან 5 დღემდე იმპორტის გადასახადის ვადის შემცირებამ, რაიმე რადიკალური შეფერხებები იდეაში არ უნდა გამოიწვიოს, მაშინ როცა სხვა ბიზნესებისთვის მანამდე 5 დღიანი ვადა იყო და მათთვის არაფერი შეცვლილა" - წერს შოთა გულბანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930