გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დოდო გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს

9-02-2018

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი, რომელიც ორი დღის წინ საკუთარ სახლში დაჭრეს, მართვის სუნთქვიდან გამორთეს.
პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გადაიყვანენ მას პალატაში.
ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამჟამად ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია. ჰემოდინამიკა სტაბილურია. კონტაქტი პაცინეტთან მყარდება.
დამაკმაყოფილებლად ფასდება მისი მდგომარეობა. სტაბილურად მძიმე ქვია ამ ვითარებას. ჯერ-ჯერობით უნდა გაგრძელდეს ჩვენთან მკურნალობა, დაკვირვება. ზუსტი დროის დასახელებეა გამიჭირდება, თუ როდის გადაიყვანენ რეანიმაციიდან“- განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გულის არეში გამჭოლი ჭრილობის გამო ოპერაცია ჩაიტარდა. ის მის ოჯახზე 7 თებერვალს განხორციელებული თავდასხმისას დაჭრეს. შემთხვევის დროს გარდაიცვალა მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30