გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: ექსკლუზივების ეკონომიკა ქვეყანას ვერ ააშენებს

6-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის აზრით ოქროს სიის გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა და ქვეყნის შენებისთვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა საჭირო.


„ეკონომიკისთვის მთავრობის ხელშეწყობა პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრის და თანაბარი თამაშის წესების ჩამოყალიბებაში გამოიხატება. თუ ჩვენ ვთანხმდებით რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ოქროს ფონდია, მაშინ გაუგებარი იყო თუ რატომ არსებობდა ე.წ. ოქროს სია სადაც ეს საწარმოები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი. შესაბამისად, ამ სიის გაუქმება და ყველა ეკონომიკური სუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება ერთად-ერთ სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ. ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს“- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031