გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით სოფლებს ამუშავებენ

6-06-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა შემდეგი სოფლები:


სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ორულუს და ცვანეს ადმინისტრაციული ერთეულები; გურიის რეგიონში - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუა ამაღლება.


ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა ღონისძიების დაწყების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.


ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება, რათა ფუტკარი არ დაზიანდეს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები 21:30 საათიდან განხორციელდება.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გეგა შენგელია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.


თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება ის საკარმიდამო ფართობები, სადაც დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.
შეწამვლითი ღონისძიებების პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ელექტრონულ ბაზაში აისახება.


დღეის მონაცემებით, რეგიონებში განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 8078 ჰა ფართობზე ჩატარდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.


დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების შესახებ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031