6-06-2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა გულუაშვილის გადაწყვეტილებით მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება.
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რადგან საქმე არასრულწლოვნობის ასაკში ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს.
„რა თქმა უნდა დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სასამართლო დაუსაბუთებელია ამ საკითხში, გამომდინარე იქიდან, რომ ნამდვილად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი ახალი მტკიცებულება რაზეც სასამართლომ გააკეთა აპელირება ნამდვილად არ არსებობს“- განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა.