გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი გამოვიდა

6-06-2019

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის

"ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:

კორპორაციული მართვა და მისი მნიშვნელობა
როგორ განვახორციელოთ დე-დოლარიზაცია: ლიტერატურის მიმოხილვა
კავშირგაბმულობის დარგის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - შეფასება ლეონტიევის "ნედლეული-გამოშვების" (IO) მოდელის მიხედვით
გაცვლითი კურსის რისკის შეფასება VAR მოდელით საქართველოს საბანკო სექტორის მაგალითზე
დე-დოლარიზაციის საერთაშორისო გამოცდილება

ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://nbg.gov.ge/index.php?m=618 და ბლოგზე -http://nbg.gov.ge/bankjournal/ 

ჟურნალი "ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930