21-12-2017
პარლამენტის ფრაქცია ქართული ონების წევრის, ზაზა პაუაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს როგორ უნდა მიმართოს პრემიერს და როგორ მოიქცეს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა პრემიერსა და ნიკა მელიას შორის გუშინ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრემერი ხომ ადამიანია, ქვა და რკინა ხომ არაა. ნიკა მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმაც რომ აგინოს, რა მოხდება, არ იმსახურებს თუ რა?! ყველამ უნდა იცოდეს როგორ უნდა მიმართოს, როგორ უნდა მოიქცეს და აქვს კი უფლება ასეთი საუბრის, ეს არის და ეს. ამაზე იყო დავა. ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში, ესაა უბედურება“- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს პრემიერი და ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.