7-06-2019
"მე და შენს შორის კარგი ურთიერთობის მიუხედავად, მე და შენ შორის სულხან მოლაშვილის სულია, ჩემი ძმაკაცის და ჩემი ძალიან ახლო უმცროსი მეგობრის სული. ახლა გეკითხები, ხომ იცოდი, რომ აწამებდნენ?! ხომ აქვს ნათქვამი, მაწამებდაო?!
ხომ იცოდი იმის სახელი და გვარი, ვინც აწამებდა?! რატომ დგახარ იმ ადამიანებთან, ვისაც სისხლი აქვს და, რომელთა სახიდან ეს სისხლი არასოდეს ჩამოიბანება?! მათ იმ სისხლს ვერც შენნაირი წესიერი კაცი ვერ ჩამოჰბანს", – ამ განცხადებით ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში გამართულ დებატებში მონაწილე ოპონენტს, შალვა შავგულიძეს მიმართა.