გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას - თუშეთის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

7-06-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზის გახსნამდე, ფეხით, ან ცხენით, თავი შეიკავონ ტერიტორიაზე სტუმრობისგან.


10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, მე-9 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ სამუშაობეს ატარებს გზის გაწმენდისა და აღდგენის მიმართულებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გახდეს თუშეთის მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930