გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

10-02-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.გ., 1981 წელს დაბადებული კ.ხ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ი. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია - 2 პირი, ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 პირი. სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031