გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა გიგა ბოკერიას: ვინც პანკისში მიღწეულ მშვიდობაზე ნავთის დასხმას შეეცდება, ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ გააკეთებს

7-06-2019

„პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. საკითხი აღმოიფხვრა, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც. ასეა თუ ისეა, მიღწეულია მშვიდობა და ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“ - ასე უპასუხა ნათია თურნავამ გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იხევს მთავრობამ უკან იქ, სადაც პოლიციის მანქანებს წვავენ და არა იქ, სადაც მოქალაქეები კანონმორჩილად იქცევიან.


„მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის პანკისში და მოგიწოდებთ, ასეთი შემთხვევების შეფასებისას ვიყოთ ძალიან კორექტულები“ - განაცხადა ნათია თურნავამ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031