8-06-2019
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მისი უკრაინელი კოლეგა კარგი მსახიობია. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ვოლოდიმირ ზელენსკის გაცნობას შეძლებს.
„მე არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე გავიცნობ. ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, რაშიც მუშაობდა- ის კარგი მსახიობია. მაგრამ ერთია ვინმე ითამაშო, მეორე- ვინმე იყო. იმისათვის, რომ სახელმწიფო საქმეები აკეთო, სხვა თვისებებია საჭირო,“ - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე.