გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის ადვოკატი უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, რომ ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და მფრინავი მის დატესტვას ცდილობდა

8-06-2019

ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ არის, სურათის სრულად აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის „ავიატორ +“- ის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.


როგორც წერეთელი აცხადებს, კომპანიის თანამშრომლები და ხელმძღვანელები გუშინ მცხეთის სამხარეო პოლიციაში გამოიკითხნენ.


„გამოიკითხნენ კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის, კომპანიის ხელმძღვანელიც. თუ გამოძიება ჩათვლის დამატებით საჭიროდ მათ გამოკითხვას, გამოიკითხებიან.

გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდეთ ვერტმფრენის მომსახურებასთან, შეძენასთან, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, გამოძიებას აინტერესებს. ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არ არის, სურათის სრულად აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა წერეთელმა.


მისივე განმარტებით, ვერტმფრენი შემოწმებას პერიოდულად გადიოდა და უარყოფს გავრცელებულ ინფორმციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში, ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და სწორედ, მის დატესტვას ცდილობდა მფრინავი.


„ჩემი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები მსგავს რამეს გამორიცხავენ.


დოკუმენტების მიხედვით და გამოკითხვების შედეგად რაც იკვეთება, არის ის, რომ ეს ვერტმფრენი იყო ახალი - ერთი წლის ტექნიკა. ის პერიოდულად ყველა აუცილებელ შემოწმებას გადიოდა, როგორც შესაბამისი ქართული სამსახურების მიერ, ასევე მწარმოებლის მიერ, ვინაიდან ეს ვერტმფრენი საგარანტიო პერიოდში იმყოფებოდა. ბოლო ტესტირება 22 მაისს გაიარა“, - აღნიშნავს ადვოკატი.


რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვერტმფრენში მფრინავთან და მის დამხმარესთან ერთად მესამე პირიც, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა.


„ეს ადამიანი კომპანიის თანამშრომელი იყო და ამასთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. ვერტმფრენი 5 ადამიანზე იყო განკუთვნილი, მათ შორის, მფრინავიც შედის. შესაბამისად, 3 ადამიანის იქ ყოფნა პრობლემა არ იყო. ეს პრობლემა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, ვერტმფრენი ორადგილიანი იქნებოდა.

ძალიან დიდი ინტერესი აქვს კომპანიასაც, რომ კატასტროფის რეალური მიზეზი დადგინდეს. ფაქტია, რომ ეს შემთხვევა მოხდა. თავადაც აწარმოებენ მოკვლევას და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, კითხვები მათაც აქვთ“, - განაცხადა წერეთელმა.


„ავიატორ +“-ის კუთვნილი ვერტმფრენი ყაზბეში 6 ივნისს ჩამოვარდა. შემთხვევას ვერტმფრენში მყოფი სამი პირის სიცოცხლე ესმხვერპლა.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930