გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო: გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველი ხმას საარჩევნო უბანზე ვერ მისცემს

8-06-2019

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ცესკოში ამბობენ, რომ გადასატანი ყუთების არამიზნობრივობის 5 შემთხვევა გადამოწმდა და აქედან 4-ის შემთხვევაში გადასატანი ყუთის აუცილებლობა არ იყო, რადგან ამომრჩევლებს ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზეც შეეძლოთ.


აღნიშნულ საკითხზე ცესკოში დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა პირველ ტურთან შედარებით დაახლოებით 200-ით არის გაზრდილი, თუმცა ამ სიაში არსებული ამომრჩევლების რაოდენობა ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%-ს არ აღემატება.


ცესკო-ში განმარტეს, რომ თუ მოქალაქე გადასატანი ყუთის სიაშია რეგისტრირებული, მას ხმის მიცემა მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით შეეძლება და ის საკუთარ არჩევანს საარჩევნო უბანზე ვერ დააფიქსირებს.


მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა საერთო სია მხოლოდ 1 ადამიანით არის გაზრდილი. სიაში სულ 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული 31 საარჩევნო უბანზე.


9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.


ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის სერვისები.


9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.


9 ივნისს, დილის 07:00 სთ-დან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები საზოგადოების ინფორმირების მიზნით.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930