გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამშენებლო მასალების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება

10-02-2018

მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებს დაადგენს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას მიიღებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.


“სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ, მთავრობამ უნდა დაამუშაოს რეგლამენტი, რომელიც მოაწესრიგებს სამშენებლო მასალის ხარისხს და დაადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ხარისხის მიმართ. მეორეს მხრივ, დაადგენს მოთხოვნებს თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება. როგორც კი პარლამენტი კოდექსს მიიღებს, რამდენიმე თვეში მთავრობა შესაბამის რეგლამენტებს მიიღებს“, - თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.


ქავთარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პროექტი წარუდგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031