გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: თანდათანობით უნდა განვვითარდეთ და ტიპურად ევროპელები გავხდეთ - ეს კი არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს

9-06-2019

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, შუალედური არჩევნების მეორე ტურისათვის საკუთარი პოზიციას მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.


ივანიშვილი ადგილზე ცოლსა და შვილთან ერთად იმყოფებოდა.


"როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს, მეორე ტურს ჩვენ ველოდებოდით, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, რაც ნახეთ კიდეც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, საზოგადოება დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავს.


ივანიშვილის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.


"მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი.


"ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ, თუ არჩევნებს კარგად აკვირდებოდით, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა. ეს იყო ევროპული არჩევნები.

ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენეტს.


ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად.


აი, ასე თანდათანობით უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები ტიპურად, ეს არჩევნებში კარგად უნდა გამოიხატებოდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031