9-06-2019
მთაწმინდაის მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დააფიქსირა.
"მე ხმა მივეცი ადამიანს რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან.
რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მან ხმა მისცა იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული, დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში.
"თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც დააფიქსირებენ არა საკუთარ აზრს, არამედ იმას, რასაც უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა საარჩევნო უბანზე.