გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ არჩვაძე: ბიზნესის კეთების მიხედვით გაუმჯობესებული რეიტინგი ეს უკვე მატერიალური რესურსია

10-06-2019

„Global finance - ის შეფასები საერთაშორისო რეიტინგებს ეფუძნება, სადაც საქართველო წამყვან, ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, პოზიტიურ ბიზნესკლიმატზე, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობასა და მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ. 

მისი თქმით, აღნიშნული შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორ და თანამიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. 

საერთაშორისო გამოცემა Global Finance Magazine საქართველოს შეფასებისას დაეყრდნო ისეთ ავტორიტეტულ რეიტინგებსა და კვლევებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ კონკურენტუნარიანობის ანგარიში, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი და სხვ.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღნიშნული შეფასება ესაა სერიოზული გზავნილი ინვესტორებისათვის საქართველოში ბიზნეს აქტიურობის გაფართოებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად. მისი თქმით, ლიბერალური და დაბალი საგადასახადო განაკვეთები, სტაბილური და მუდმივად გაუმჯობესებად რეჟიმში მყოფი ბიზნეს გარემო სულ უფრო ზრდის საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევის პერსპექტივას, თანაც არა მხოლოდ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო კუთხით, არამედ ფინანსური ასპექტითაც. „უცხოური ფინანსური კაპიტალის დაინტერესება უკვე სცდება საქართველოს ეკონომიკის მასშტაბებს და ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებით ქმნის სერიოზულ პლაცდარმს მის მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებში აქტიური მოქმედებისათვის,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930