გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე: საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო

10-06-2019

„გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტთან ერთად განხორციელებული რეფორმები სწორია.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება, რომელსაც „გლობალ ფაინენსი“ აქვეყნებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მთავარია, დასტურდება, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ცენტრალური ბანკი საქართველოს პარლამენტთან ერთად ახორციელებს, არის სწორი. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც გვქონდა ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა. ამან გამოაჩინა, რომ საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმა სწორია. „გლობალ ფაინენსმა“ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „გლობალ ფაინენს“ (Global Finance) საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Googleელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930